149.3.47.33:44444 D*1*D*U*B*3

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 2024-05-21, 10:39 PM
მოგესალმები Guest | RSS
სექციის კატეგორიები
ფილმები [38]
თამაშები [54]
პროგრამები [30]
მუსიკა [9]
World News [7]
სპორტი [6]
კლიპები [10]
ვიდეოები [17]
სურათები [11]
მობილურისთვის [2]
ვიდეო გაკვეთილები [2]
მულტფილმი [2]
საინტერესო [8]
საიტის წესები [1]
სასაცილო [7]
ჩვენი გამოკითხვა
GooD siTe?

სულ პასუხი: 482
მთავარი » 2011 » ივლისი » 19 » jim keri
6:49 PM
jim keri

დაბადების სახელი ჯეიმზ იუჯინ კერი
დაბადების ადგილი ნიუმარკეტი,ტორონტო,პროვინცია, კანადა
დაიბადა 17 იანვარი, 1962
შემოქმედების წლები 1979-დღემდე
მეუღლე(ები) მელისა უომერი(1987-1995)
ლორენ ჰოლი(1996-1997)

ჯენი მაკარტი(2005-2010)
ოფიციალური ვებგვერდი JimCarrey.com
ოქროს გლობუსის ჯილდოები

საუკეთესო მსახიობი - დრამა ფილმში
1999 ტრუმანის შოუ
საუკეთესო მსახიობი – კომედიურ/მუსიკალურ ფილმში
2000 ადამიანი მთვარეზე



ადრეული ცხოვრება

ჯიმ კერი კანადის ქალაქ ნიუმარკეტში, ონტარიოს პროვინციაში დაიბადა.მისი მშობლები იყვნენ დიასახლისი კეტლინ კერი დამუსიკოსი და ბუღალტერი პერსი კერი. ჯიმს ჰყავს სამი უფროსი და-ძმა: ჯონი, პატრიცია და რიტა.მისი მშობლები რელიგიური აღმსარებლობით კათოლიკეები იყვნენ. დედამისი შოტლანდიელთა შთამომავალი იყო, მამა კი ფრანგი კანადელი.ჯიმი 14 წლის იყო როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად შტატ ონტარიოს ქალაქ სკარბოროში გადავიდა საცხოვრებლად.1 წლის შემდეგ ჯიმი სასწავლებლად გადავიდა ქალაქ ბერლინგტონში და იქ 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა ელდერშოთისუნივერსტეტში.

კომედია

1979 წელს კერიმ დაიწყო მონაწილეობა ტორონტოს იუკი-იუკის კომედიურ შოუში, ერთი წლის შემდეგ კი გახდა ამ შოუს წამყვანი. 1981 წელს ჯიმი გადავიდა ლოს-ანჯელესში და დაიწყო მუშაობა კომედი სთორში. სწორედ ამის შემდეგ მიაქციეს ყურადღება ჯიმ კერის ტელევიზიებმა და 1981 წელს ის შეუერთდა NBC-ის პოპულარული შოუს შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში სცენარისტთა ჯგუფს. 1983 წლამდე იგი ასრულებდა ეპიზოდურ როლებს სხვადასხვა ფილმებში.
ფილმები

ჯიმმა პირველი დიდი როლი მიიღო ფილმში კუპერის მთები. 90-იან წლებამდე მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფილმში. პირველი დიდი წარმატება კი კერის მოუტანა ფილმმა ეის ვენტურა-ცხოველების დეტექტივი.მიუხედავად კრიტიკოსთა მხრიდან ფილმის დაბალი შეფასებისა, ჯიმ კერი მალე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ახალგახრდა მსახიობად. იმავე წელს გამოვიდა ფილმები ნიღაბი და ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი, რომლებმაც კიდევ უფრო გაზარდა კერის პოპულარობა.კრიტიკოსებმა დაიწუნეს კერის მომდევნო ფილმი მეკაბელე, თუმცა მან მალევე მოახდინა რეაბილიტაცია ფილმით მატყუარა,მატყუარა. ჯიმს კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა ფილმებმა ტრუმანის შოუ და ადამიანი მთვარეზე. ტრუმანის შოუმ გაიმარჯვა ოსკარის სამ ნომინაციაში, თავად ჯიმ კერიმ კი ამ ფილმისთვის ოქროს გლობუსი მიიღო. 1999 წელს მან შეასრულა კომიკოს ენდი კაუფმანის როლი ფილმში ადამიანი მთვარეზე. მიუხედავად კრიტიკოსთა მაღალი შეფასებისა ფილმი არ იყო ნომინირებული ოსკარზე, სამაგიეროდ ჯიმ კერიმ ზედიზედ მეორედ მიიღო ოქროს გლობუსი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. 2003 წელს ჯიმმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში ყოვლისშემძლე ბრიუსი, რომლის მოგებამაც 485 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით გახდა მეორე ყველაზე მომგებიანი კომედია. კერის ბოლო ფილმია მე შენ მიყვარხარ ფილიპ მორის. მანამდე მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში ყოველთვის თქვი დიახ. მან ასევე გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი ჰორტონი ანიმაციურ ფილმში ჰორტონს ესმის (2008) და რამდენიმე სხვადასხვა პერსონაჟი,მათ შორის მთავარი გმირი სკრუჯი ანიმაციურ ფილმში საშობაო ისტორია (2009). მიუხედავად იმისა რომ ჯიმი ცნობილია თავისი კომიკური როლებით მას ნათამაშები აქვს რამდენიმე სერიოზულ ფილმში, მათ შორისაა ფილმები მაჯესტიკი (2001),ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება (2004), რომელსაც კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისწეს და ტრილერი რიცხვი 23 (2007).
პირადი ცხოვრება

ჯიმ კერი არის მეტალ ჯგუფის კანიბალ კორპსის ფანი. 2004 წელს კერიმ მიიღო ა.შ.შ.-ს მოქალაქეობა და ამჟამად ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 1990 წლიდან მისი ოჯახი გახდაპრესბიტერიანიზმის აღმსარებელი. ცნობილია რომ ჯიმს არ უყვარს ამა თუ იმ ფილმების გაგრძელებებში თამაში, რადგან მიაჩნია რომ როლს უკეთ ვეღარ შეასრულებს. ერთადერთი ფილმი რომლის გაგრძელებაშიც კერიმ ითამაშა ეის ვენტურაა. ხოლო ფილმების ნიღაბის, ყოვლისშემძლე ბრიუსის და ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის სიქველებშიმონაწილეობაზე მან უარი განაცხადა
ოჯახი

ჯიმ კერის პირველი მეუღლე იყო კომედი სთორის ოფიციანტი მელისა უომერი. ისინი 1987 წელს დაქორწინდნენ და იმავე წელს ეყოლათ შვილი, ჯეინ ერინი კერი. ჯიმი და მელისა ერთმანეთს 1995 წელს ოფიციალურად დაშორდნენ, რისი მიზეზიც გახდა კერის რომანტიული ურთიერთობა მსახიობ ლორენ ჰოლთან.ჯიმმა ლორენი ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის გადაღებებისას გაიცნო. ისინი 1996 წელს დაქორწინდნენ. თუმცა ამ ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გასტანა. მალევე ჯიმმა დაიწყო შეხვედრა მე,ისევ მე და ირენში თანაპარტნიორ რენე ზელვეგერთან. თუმცა მათი ურთიერთობა 2000 წელს დასრულდა. 2005 წლიდან ჯიმი ხვდებოდა მოდელ ჯენი მაკარტის. 2010 წელს წყვილმა ოფიციალურად განაცხადა დაშორების შესახებ.
ფილმოგრაფია
წელი სახელი როლი შენიშვნა
1980 სექსი და ძალადობა ოჯახში სხვადასხვა როლები დებიუტი
1981 ყველაფერი გემრიელად რალფ პარკერი
1983 კუპერის მთები ბობი ტოდი
1984 მაძებრები და მცველები ლეინ ბიდლეკოვი
1985 ერთხელ დაჭერილი მარკ კენდალი
1986 პეგი სიუ ქორწინდება უოლტერ გეტზი
1988 მკვდარი აუზი ჯონი სქუარსი
1989 ვადისფერი კადილაკი კომიკოსი
დედამიწელ გოგონებს ხელში იოლად ჩაიგდებ ვიპლოკი
1991 მაღალი ძაბვა სიკვდილი
1992 იტსი ბიტსი სპაიდერი მომსპობი მხოლოდ ხმა
1994 ეის ვენტურა-ცხოველების დეტექტივი ეის ვენტურა ნომინაცია- MTV-ს ჯილდო საუკეთესო კომედიური როლისთვის
  
 

კატეგორია: World News | ნანახია: 2007 | დაამატა: kurxula | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

Copyright MyCorp © 2024 |