149.3.47.33:44444 D*1*D*U*B*3

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ოთხშაბათი, 2024-05-22, 5:07 AM
მოგესალმები Guest | RSS
სექციის კატეგორიები
ფილმები [38]
თამაშები [54]
პროგრამები [30]
მუსიკა [9]
World News [7]
სპორტი [6]
კლიპები [10]
ვიდეოები [17]
სურათები [11]
მობილურისთვის [2]
ვიდეო გაკვეთილები [2]
მულტფილმი [2]
საინტერესო [8]
საიტის წესები [1]
სასაცილო [7]
ჩვენი გამოკითხვა
GooD siTe?

სულ პასუხი: 482
მთავარი » 2011 » ივლისი » 19 » ბობ მარლი
6:37 PM
ბობ მარლი

ნესტა რობერტ „ბობ" მარლი, მერიტის ორდენის მფლობელი (6 თებერვალი 1945 – 11 მაისი 1981) — იამაიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკოსი. იგი ცნობილი გახდა ჯგუფთან Bob Marley & The Wailers (1963–1981) ერთად სკას, როკსტედისადა რეგის შესრულებით. მარლი რჩება რეგის ჟანრის ყველაზე ცნობილ შემსრულებლად და აღიარებულია იამაიკური მუსიკისა დარასტაფარის მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად. [1]

მარლის მუსიკაზე გავლენა იქონია მისი სამშობლოს სოციალურმა პრობლემებმა. აღიარებულია, რომ მუსიკოსმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენებში წვლილის შესატანად. [2] მისი ზოგიერთი ცნობილი სიმღერაა "I Shot the Sheriff", "No Woman, No Cry", "Could You Be Loved", "Stir It Up", "Jamming", "Redemption Song", "One Love" და The Wailers-სთან ერთად შექმნილი "Three Little Birds", [3]გარდა ამისა, ცნობილია მისი სიმღერები, გამოცემული გარდაცვალების შემდეგ - "Buffalo Soldier" და "Iron Lion Zion". კრებული Legend (1984), რომელიც მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გამოვიდა, წარმოადგენს რეგის ჟანრის ყველაზე გაყიდვად ალბომს, რომელიც აშშ-ში 10-ჯერ პლატინის (ანუ ალმასის) სტატუსის მფლობელია.[4] მსოფლიო მასშტაბით სულ გაიყიდა მისი 20 მილიონი ასლი.[5][6]
ცხოვრების ადრეული წლები და კარიერის დასაწყისი

ბობი დაიბადა სოფელში Nine Mile (წმ. ანა პერიში, იამაიკა). [7] იამაიკური წესებით პასპორტში მის სახელსა და მამის სახელს ადგილი შეუცვალეს. [8] მამა, ნორვალ მარლი, იყო ინგლისური წარმოშობის თეთრკანიანი იამაიკელი, რომლის ოჯახი მომდინარეობდა ესექსიდან (ინგლისი). ნორვანი ბრიტანეთის საზღვაო სამხედრო ძალების ოფიცერი იყო და, სედელა ბუკერთან, აფრო-იამაიკელთან 18 წლის ასაკში ქორწინების შემდეგ, პლანტაციების მმართველადაც მუშაობდა. [9] ბავშვსა და მეუღლეს იგი ფინანსურად ეხმარებოდა, მაგრამ იშვიათად ხედავდა, ვინაიდან ზღვაში მსახურობდა. 1955 წელს, როდესაც ბობი მხოლოდ 10 წლის იყო, მამა გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.[10] მთელი ცხოვრების მანძილზე ბობს უსვამდნენ კითხვებს მისი რასობრივი წარმოშობის შესახებ. თავად კი პასუხობდა, რომ ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა და იგი მიეკუთვნებოდა მხოლოდ ღმერთს, მის შექმნელს.[11]

მიუხედავად იმისა, რომ მარლი აღიარებდა თავის წარმოშობაში შერეულ სისხლს, მას თვლიან მუქკანიან აფრიკელად, რომელიც პან აფრიკელი ლიდერების იდეებს ემხრობოდა. მარლი აღიარებდა, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ორმა პიროვნებამ -მარკუს გარვიმ და ჰეილი სელესიმ. ცენტრალური თემა მარლის გზავნილებში იყო შავკანიანების დაბრუნება სიონში, რომელსაც, მისი აზრით, წარმოადგენდა ეთიოპია, ან, უფრო მეტი - აფრიკა.[12] სხვადასხვა სიმღერაში, როგორიც არის "Black Survivor", "Babylon System", და "Blackman Redemption", მარლი მღერის დასავლეთთან, იგივე ’ბაბილონთან’ შავკანიანების პრობლემებზე.[13]

1950-იანი წლების დასასრულს, ბობი და დედამისი იამაიკის დედაქალაქ კინგსტონის უღარიბეს რაიონში - ტრენჩტაუნში გადავიდნენ. აქ მარლი მეგობრობდა ნევილ ლივინგსტონთან (იგივე ბანი უეილერთან), რომელთანაც სიმღერებს უკრავდა. 14 წლის ასაკში მან მიატოვა სკოლა და შეუერთდა ჯო ჰიგზს, რასტაფარის მოძრაობის აქტივისტსა და მომღერალს. ჰიგზთან და ლივინგსტონთან ჯემ-სესიის დროს მარლიმ გაიცნო პიტერ მაკ-ინტოში (იგივე პიტერ ტოში), რომელსაც ასევე ჰქონდა მუსიკაში საკუთარი თავის წარმოჩენის ამბიციები. [14] 1962 წელს მარლიმ, პროდიუსერ ლესლი კონგის დახმარებით ჩაწერა ორი სინგლი - "Judge Not" და "One Cup of Coffee". ეს სიმღერები მან გამოსცა ლეიბლზე Beverley's, ფსევდონიმით ბობი მარტლი.[15] მათ წარმატება არ იქონიეს, თუმცა წლების შემდეგ ორივე შეტანილი იქნა კრებულში Songs of Freedom.

მარლი 1980 წელს,
კონცერტიციურიხში (შვეიცარია)



1963 წელს ბობმა, ბანიმ, პიტერმა, ბევერლი კელსომ, ჩერი სმითმა და ჯუნიორ ბრეითვეიტმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი "The Teenagers", რომელიც სკასა და როკსტედის უკრავდა. მოგვიანებით მათი სახელები იცვლებოდა და იყო "The Wailing Rudeboys", შემდეგ "The Wailing Wailers" (ამ ეტაპზე მათი მუსიკით პროდიუსერი კოქსსონ დოდი დაინტერესდა) და საბოლოოდ - "The Wailers". 1966წლისათვის ბევერლიმ, ჩერიმ და ჯუნიორმა ჯგუფი დატოვეს.

1966 წელს მარლიმ იქორწინა რიტა ანდერსონთან და საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, უილმინგტონში, სადაც მცირე დროის მანძილზე მუშაობდა DuPont-ის ერთ-ერთ ასისტენდად და კომპანიაში Chrysler, სადაც ცნობილი იყო ფსევდონიმით დონალდ მარლი.[16]


მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუძე კათოლიკურ რწმენაში იყო, მარლის იზიდავდა რასტაფარული რწმენა - ამაში თავისი როლი ითამაშა დედისგან შორს ცხოვრებამ და მის გავლენისგან მოწყვეტამ. [17] იამაიკაზე დაბრუნებისთანავე იგი რასტაფარელი გახდა და დაიწყო ცნობილი დრედ ნაწნავების ტარება. დოდთან კონფლიქტის შემდეგ ჯგუფი შეუერთდა ლი პერისა და მის კოლექტივს The Upsetters. მიუხედავად მათი ხანმოკლე გაერთიანებისა, ამ პერიოდში ჩაწერილი იქნა მასალა, რომელსაც ბევრი ჯგუფის საუკეთესო ნაშრომებად თვლის. მარლისა და პერის შემოქმედებითი გზები გაიყო მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა საუბარი საავტორო უფლებებზე, მაგრამ ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ. 1968-1972 წლებში ბობი, რიტა, პიტერი და ბანი იამაიკაზე მუშაობდნენ მანამდე ჩაწერილი სიმღერების ახალ ვერსიებზე. ამას დაემატა ლონდონური ხმისჩამწერი სესიებიც. მათი მიზანი იყო The Wailers-ის ჟღერადობისათვის კომერციული ჟღერადობის მინიჭება. თუმცა, სტუდიურ ალბომებზე ისინი არ იქნა შეტანილი, ვინაიდან მასალა მაინც დემო ჩანაწერების სახეს ატარებდა. 1968 წელს ბობმა და რიტამ გაიცნეს ჯიმი ნორმანი, ჯონი ნეშის სიმღერების ავტორი.[18] ნორმანთან და სხვა მუსიკოსებთან სამ დღიანი სესიისას ჩაწერილი იქნა მარლის, ელ პიფრომის (ნორმანის თანაშემწეს) და თავად ნორმანის სიმღერები, რაც 24 წუთიან ფირად იქცა. რეგის ისტორიკოსის, როჯერ სტივენსის თქმით, იგი იშვიათ ჩანაწერს წარმოადგენს და უფრო მეტად ტრადიციული პოპია, ვიდრე რეგი, რაც წარმოადგენდა ბობ მარლის მცდელობას, შეეღწია ამერიკულ ჩარტებში.[18] გაზეთში ნიუ-იორკ ტაიმზი გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მარლი ამ ჩანაწერის მომზადებისას ატარებდა ექსპერიმენტებს სხვადასხვა ხმოვან ეფექტთან და მუსიკალურ სტილებთან. მაგალითად, სიმღერაში "Stay With Me" დუ-უაპი გამოიყენებოდა, ხოლო "Splish for My Splash"-ზე - 60-იანი წლების სასიყვარულო სიმღერის სტილისტიკა.[18] ბობი 1972 წელს დასახლდა კემდენში(ლონდონი), თუმცა მის პოპულარობამდე იამაიკის ფარგლებს გარეთ ჯერ შორი იყო.[19]

1972 წელს The Wailers დაუკავშირდა ლეიბლს CBS Records, მაგრამ მათი თანამშრომლობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ პერიოდში ჯგუფს ჰქონდა ერთობლივი ტური ჯონი ნეშთან. მარლის შემდეგი მცდელობა იყო Island Records-თან გასაუბრება. მისი თხოვნით, ლეიბლმა გამოუყო თანხები, რათა ჩაეწერათ ახალი სინგლი. მარლიმ ამ შეთანხმებას საკმაოდ ადვილად მიაღწია იმ მიზეზით, რომ ლეიბლი დატოვა რეგის მაშინდელმა ვარსკვლავმა, ჯიმი კლიფმა და Island Records ახალ სახეებს ეძებდა. მისი დამაარსებლის, კრის ბლექუელის თქმით, ლეიბლი ძირითადად ორიენტირებული იყო. 
კატეგორია: World News | ნანახია: 630 | დაამატა: kurxula | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

Copyright MyCorp © 2024 |